საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ საერთაშორისო დიდოსტატმა ლუკა პაიჭაძემ მოიპოვა!
ბათუმელი სპორტსმენების შედეგები: ირაკლი ახვლედიანი სამწუხაროდ პირველივე წრეში დამარცხდა გამოცდილ დიდოსტატ დავით არუთუნიანთან. გაიოზ ნიგალიძემ პირველ წრეში დავით მაღალაშვილი დაამარცხა, მეორეში კი ლევან ფანცულაიასთან განიცადა მარცხი, რის შემდეგაც გააგრძელა ბრძოლა V-VIII ადგილებისათვის. V-VI ადგილისთვის ბრძოლაში ის დაჯაბნა დავით არუთინიანმა, VII ადგილისთვის კი ის ბაჩანა მორჩიაშვილს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.
მედალოსნების სამეული ასე გამოიყურება:
- ლუკა პაიჭაძე
- თორნიკე სანიკიძე
- კონსტანტინე შანავა
მედალოსნებმა მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, ჩემპიონი კი ასევე დასახელდა საქართველოს ნაკრების კანდიდატად.