საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 20 სექტემბერსმუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის გურამ ჭანტურიას მემორიალური საჭადრაკო ტურნირი გაიმართება.

ტურნირის კატეგორიები:

  • A – ღია ტურნირი;
  • B – 12 წლამდე ღია ტურნირი.

ჩატარების სისტემა:

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს  ორგანიზატორი.

A ღია ტურნირში დაითვლება  ფიდეს რეიტინგი  ელვისებურ ჭადრაკში.

მონაწილენი: საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.

დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი პარტიის ბოლომდე, თითოეულ სვლაზე 3 წამის დამატებით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა  2026 წლის 19 სექტემბრის 19:00 საათი.

სარეგისტრაციო ბმული – https://forms.gle/CAoNJB1kuJLwXaoX9

სატურნირო შესატანი 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
 https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).

ტურნირის ჩატარების დრო:

ტურნირის გახსნა – 13:00 სთ.

I ტური – 13:30 სთ.

ყოველი მომდენვო ტური დაიწყება პარტიების დასრულების შემდეგ.

ტურნირის დახურვა – 17:30 სთ

გამარჯვებულები:

A და B კატეგორიაში I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული სპორტსმენები და 3 საუკეთესო მანდილოსანი დაჯილდოვდებიან  მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. კატეგორიის გამარჯვებულს ასევე გადაეცემა თასი.

(2 ნომინაციაში გამარჯვების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა უმაღლესი ჯილდო)  

ტურნირის მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექს ტერ-კარაპეტიანი