საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით,10-13 სექტემებრს ქ. ქუთაისში საქართველოს ჩემპიონატი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
ტურნირები ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დაითვალა ფიდეს რეიტინგი სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.
დროის კონტროლი:
სწრაფ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 3 წამის დამატებით.
ელვისებურ ჭადრაკში – ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 3 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 2 წამის დამატებით.
ტურნირებში მონაწილეობდა 300-მდე სპორტსმენი, აჭარიდან წარმოდგენილი იყო 5 მოჭადრაკე.
აჭარის წარმომადგენლების შედეგები სწრაფ ჭადრაკში:
- დანიელ სხვიტარიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 7 ქულა
- იური ევდოკიმოვი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 6 ქულა
- მათე ბერიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
- ვიტალი ბულკა (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
- რატი დიასამიძე (14 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
აჭარის წარმომადგენლების შედეგები ელვისებურ ჭადრაკში:
- დანიელ სხვიტარიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 7.5 ქულა
- იური ევდოკიმოვი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 7 ქულა
- ვიტალი ბულკა (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 6 ქულა
- მათე ბერიძე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
- რატი დიასამიძე (14 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 6.5 ქულა
აღსანიშნავია, რომ აჭარის მონაგარში 4 მედალია: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
14 წლამდე ჭაბუკთა შორის ელვისებურ ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა რატი დიასამიძე (მწვრთნელი: დავით ჯოჯუა)!
10 წლამდე ჭაბუკთა შორის დანიელ სხვიტარიძე (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე) საქართველოს ვიცე-ჩემპიონია სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში!
10 წლამდე ჭაბუკთა შორის ელვისებურ ჭადრაკში იური ევდოკიმოვი (მწვრთნელი: ალექსანდრე ევდოკიმოვი) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა!

