ფიდეს საჭადრაკო ოლიმპიადა 2026

16-27 სექტემბერს, უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში, 46-ე ფიდეს საჭადრაკო ოლიმპიადა 2026 გაიმართება!

შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება, დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე + 30 წუთი პარტიის ბოლომდე + 30 წამი თითოეულ სვლაზე პირველი სვლიდან.

ოლიმპიადა ორ სექციად — Open და ქალთა კატეგორიებში გაიმართება. თითოეული ეროვნული გუნდი ოთხი ძირითადი და ერთი სათადარიგო მოთამაშისგან იქნება დაკომპლექტებული.

46-ე საჭადრაკო ოლიმპიადა განსაკუთრებულად მასშტაბური ღონისძიებაა. ასპარეზობაში რეკორდულად მაჩვენებელი გუნდი მონაწილეობს – ღია კატეგორიაში 206 გუნდი, ხოლო ქალთა შორის 188 გუნდი.

საქართველოს ქალთა ნაკრების წევრებია:

  • ნანა ძაგნიძე
  • ნინო ბაციაშვილი
  • ლელა ჯავახიშვილი
  • ბელა ხოტენაშვილი
  • მერი არაბიძე

გუნდის კაპიტანია სალომე მელია.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრია:

  • ბაადურ ჯობავა
  • მიხეილ მჭედლიშვილი
  • ნიკოლოზ კაჭარავა
  • ლევან ფანცულაია
  • ლუკა პაიჭაძე

გუნდის კაპიტანია ზურაბ სტურუა.