ლუკა პაიჭაძე საქართველოს ჩემპიონია!

საქართველოს ჩემპიონის ტიტული უკვე მეორედ საერთაშორისო დიდოსტატმა ლუკა პაიჭაძემ მოიპოვა!

ბათუმელი სპორტსმენების შედეგები: ირაკლი ახვლედიანი სამწუხაროდ პირველივე წრეში დამარცხდა გამოცდილ დიდოსტატ დავით არუთუნიანთან. გაიოზ ნიგალიძემ პირველ წრეში დავით მაღალაშვილი დაამარცხა, მეორეში კი ლევან ფანცულაიასთან განიცადა მარცხი, რის შემდეგაც გააგრძელა ბრძოლა V-VIII ადგილებისათვის. V-VI ადგილისთვის ბრძოლაში ის დაჯაბნა დავით არუთინიანმა,  VII ადგილისთვის კი ის ბაჩანა მორჩიაშვილს დაუპირისპირდა და გაიმარჯვა.

მედალოსნების სამეული ასე გამოიყურება: 

  1. ლუკა პაიჭაძე
  2. თორნიკე სანიკიძე
  3. კონსტანტინე შანავა

მედალოსნებმა მოიპოვეს ევროპის ჩემპიონატის საგზური, ჩემპიონი კი ასევე დასახელდა საქართველოს ნაკრების კანდიდატად.