ევროპის ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის

იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში ევროპისა ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის დაიწყო.

ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში 50+ და 65+ ტარდება.

ღონისძიებაში 34 ევროპული ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართება.

საქართველოს სახელით 65+ კატეგორიაში ასპარეზობენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ სტურუა.

ღონისძიების საპრიზო ფონდი  18 000 ევროა.

ტურნირის განრიგი: