ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში 2026 წლის 2-13 ნოემბერს, ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, ჰერსონისოსში გაიმართება.
მასში მონაწილეობას ახალგაზრდა მოჭადრაკეები მიიღებენ 8, 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში. თითოეული ასაკობრივი ჯგუფი ცალკე Open და Girls კატეგორიებად იყოფა.
ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 9 ტურად გაიმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით.
ღონისძიებაში 48 ქვეყნის 1248 მოჭადრაკე იასპარეზებს, მათ შორის საქართველოდან წარმოდგენილი იქნება 25 სპორტსმენი.

აღსანიშნავია, რომ აჭარიდან ჩემპიონატზე 4 მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას:
- მგელაძე კესარია
- კალანდაძე მარიამი
- ცეცხლაძე მარიამი
- სხვიტარიძე დანიელი

