FIDE-ს 2026 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო

იტალიის ქალაქ მონტესილვანოში FIDE-ს 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ჩემპიონატი ტარდება 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველი;ვე სვლიდან.

ღონისძიების კატეგორიებია:

  • ღია :  14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე
  • გოგონათა შორის:  14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 83 ქვეყნიდან 758 მოთამაშე იბრძვის, მათ შორის 10 საქართველოს წარმომადგენელია:

  1. რუსიტაშვილი თეა (14 წლადმე გოგონათა შორის )
  2. გიორგაძე მარიამი (14 წლამდე გოგონათა შორის)
  3. მგელაძე კესარია (16 წლამდე გოგონათა შორის )
  4. კალანდაძე მარიამი (16 წლამდე გოგონათა შორის)
  5. ცეცხლაძე მარიამი (18 წლამდე გოგონათა შორის)
  6. კირთაძე ანასტასია (18 წლამდე გოგონათა შორის)
  7. დიასამიძე ლულუ (18 წლამდე გოგონათა შორის)
  8. გაბადაძე გაბრიელი (14 წლამდე ღია კატეგორიაში)
  9. კვირიაშვილი ანდრია (16 წლამდე ღია კატეგორიაში)
  10. შამათავა ნიკოლოზი (18 წლამდე ღია კატეგორიაში)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: