იტალიის ქალაქ აკვი ტერმეში ევროპისა ჩემპიონატი სენიორ მოჭადრაკეთა შორის დაიწყო.
ჩემპიონატი ქალთა და ვაჟთა შორის ორ ასაკობრივ კატეგორიაში 50+ და 65+ ტარდება.
ღონისძიებაში 34 ევროპული ქვეყნის 250-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 9 ტურად გაიმართება.
საქართველოს სახელით 65+ კატეგორიაში ასპარეზობენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდა ნონა გაფრინდაშვილი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ სტურუა.
ღონისძიების საპრიზო ფონდი 18 000 ევროა.
ტურნირის განრიგი:


