26 ივნისს, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში FIDE-ს 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა.
ჩემპიონატი ჩატარდა 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.
ღონისძიების კატეგორიები იყო:
- ღია : 14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე
- გოგონათა შორის: 14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე
წარმატებით იასპარეზა 16 წლამდე გოგონათა შორის, კესარია მგელაძემ, მან 11-დან 8 ქულა მოიპოვა და მე-6 ადგილზე გავიდა.
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 83 ქვეყნიდან 758 მოთამაშე იბრძოდა, მათ შორის 10 საქართველოს წარმომადგენელი იყო:
- რუსიტაშვილი თეა (14 წლადმე გოგონათა შორის ) 11-დან 7 ქულა
- გიორგაძე მარიამი (14 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 5.5 ქულა
- მგელაძე კესარია (16 წლამდე გოგონათა შორის ) 11-დან 8 ქულა
- კალანდაძე მარიამი (16 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 6.5 ქულა
- ცეცხლაძე მარიამი (18 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 6 ქულა
- კირთაძე ანასტასია (18 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 8 ქულა
- დიასამიძე ლულუ (18 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 6 ქულა
- გაბადაძე გაბრიელი (14 წლამდე ღია კატეგორიაში) 11-დან 8 ქულა
- კვირიაშვილი ანდრია (16 წლამდე ღია კატეგორიაში) 11-დან 6.5 ქულა
- შამათავა ნიკოლოზი (18 წლამდე ღია კატეგორიაში) 11-დან 6.5 ქულა
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:







