ევროპის სასკოლო ჩემპიონატი – 2026

26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, ხორვატიის ქალაქ ტროგირში მიმდინარეობს ევროპის სასკოლო ჩემპიონატი.

ღონისძიება ტარდება ღია და გოგონათა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ასაკი იმართება 9 ტურად, დროის კონტროლით – 90 წუთი 30 წამის დამატებით თითო სვლაზე, დაწყებული პირველი სვლიდან.

ჩემპიონატში 20 ევროპული ფედერაციის 100 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

  • ანასტასია გვასალია (1496) – 9 წლამდე
  • გიორგი ონიანი (1430) – 9 წლადმე
  • ლაზარე ჩხარტიშვილი (1830) – 11 წლამდე
  • ანდრია ჯახაია (1799) – 11 წლამდე
  • მარიამ რეხვიაშვილი (1750) – 11 წლამდე
  • სარა სალთხუციშვილი (1713) – 11 წლამდე
  • ლილე სვანაძე (1645) – 11 წლამდე
  • თეა რუსიტაშვილი (1953) – 13 წლამდე
  • მარიამ გიორგაძე (1844) – 13 წლამდე
  • ალექსანდრე ღონღაძე (1816) – 13 წლამდე
  • ბარბარე შონია (1547) – 13 წლამდე
  • ანდრია კვირიაშვილი (2188) – 15 წლამდე
  • ლუკა ქუნთელია (2048) – 15 წლამდე
  • გაბრიელ გაბადაძე (2012) – 15 წლამდე
  • ლიკა ჩხარტიშვილი (1870) – 15 წლამდე