ევროპის სასკოლო ჩემპიონატი – 2026

26 აპრილიდან 6 მაისის ჩათვლით, ხორვატიის ქალაქ ტროგირში მიმდინარეობს ევროპის სასკოლო ჩემპიონატი.

ღონისძიება ტარდება ღია და გოგონათა 6 ასაკობრივ კატეგორიაში: U7, U9, U11, U13, U15, U17. თითოეული ასაკი იმართება 9 ტურად, დროის კონტროლით – 90 წუთი 30 წამის დამატებით თითო სვლაზე, დაწყებული პირველი სვლიდან. შეჯიბრების კატეგორიები გაერთიანებულია 15 და 17 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ჩემპიონატში 20 ევროპული ფედერაციის 100 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის საქართველოს სახელით ასპარეზობენ:

  • ანასტასია გვასალია (1496) – 9 წლამდე
  • გიორგი ონიანი (1430) – 9 წლადმე
  • ლაზარე ჩხარტიშვილი (1830) – 11 წლამდე
  • ანდრია ჯახაია (1799) – 11 წლამდე
  • მარიამ რეხვიაშვილი (1750) – 11 წლამდე
  • სარა სალთხუციშვილი (1713) – 11 წლამდე
  • ლილე სვანაძე (1645) – 11 წლამდე
  • თეა რუსიტაშვილი (1953) – 13 წლამდე
  • მარიამ გიორგაძე (1844) – 13 წლამდე
  • ალექსანდრე ღონღაძე (1816) – 13 წლამდე
  • ბარბარე შონია (1547) – 13 წლამდე
  • ანდრია კვირიაშვილი (2188) – 15 წლამდე
  • ლუკა ქუნთელია (2048) – 15 წლამდე
  • გაბრიელ გაბადაძე (2012) – 15 წლამდე
  • ლიკა ჩხარტიშვილი (1870) – 15 წლამდე