აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, 27 დეკემბერს, სასტუმრო “ინტურისტ”-ში, რეგიონის 2019 წლის საუკეთესო და წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები, ფედერაციები და ჟურნალისტები დაჯილდოვდნენ, ასევე წლის შედეგების მიხედვით გამოვლინდა 10 პერსპექტიული სპორტსმენი.
გამარჯვებულები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, მინისტრის მოადგილემ ბადრი ნაკაშიძემ და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ-დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ დააჯილდოვეს.
აღსანიშნავია, რომ რეგიონში ჭადრაკი ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა და სპორტის დეპარტამენტის მხრიდან მორიგი აღიარება დაიმსახურა.
წლის საუკეთესო სპორტსმენებად დასახელდნენ – სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი!
აჭარის ჭადრაკის ფედერაციამ – წლის წარმატებული ფედერაციის ჯილდო მიიღო!
პესრპექტიული სპორტსმენის ნომინაცია კი, ფედერაციის პატარა ვარსკვლავმა -კესარია მგელაძემ მოიპოვა!
როგორც ღონისძიებაზე აღნიშნეს, 2020 წელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება სპორტული ინფრასტრუქტურის მხრივ.