აჭარის ჭადრაკის ფედერაციას ორი საერთაშორისო წოდებიანი მსაჯი შეემატა

23 აგვისტოს გამართულ FIDE-ს საბჭოს მიმდინარე წლის მეორე სხდომაზე ნინო კეკელიძესა და ნათია ვაჩეიშვილს არბიტრობის საერთაშორისო წოდებები მიენიჭათ.

  • ნინო კეკელიძე – IA – საერთაშორისო არბიტრი
  • ნათია ვაჩეიშვილი – FA – ფიდეს არბიტრი

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო წოდებების მინიჭებაში მსაჯებს ხელი შეუწყო ქ. ბათუმში მიმდინარე წლის 17-21 ივნისს გამართულმა სემინარებმა და საკვალიფიკაციო გამოცდამ და ასევე ბოლო წლების განმავლობაში რეგულარულად ორგანიზებულმა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებმა.