ნოდარ ლორთქიფანიძემ ბელარუსიის საერთაშორისო ფესტივალში გაიმარჯვა!

18-24 იანვარს ბელარუსიაში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი “Orsha-2020”.

აღსანიშნავია, რომ ღია “A” ჩემპიონატში ბათუმელმა მოჭადრაკემ ნოდარ ლორთქიფანიძემ 9ტურიდან 7.5 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული გამარჯვება მოიპოვა! მან ასევე შეასრულა საერთაშორისო ოსტატობის მესამე ნორმა და უახლოეს პერიოდში ბათუმს კიდევ ერთი საერთაშორისო ოსტატი ეყოლება.