აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის

3 დეკემბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით აჭარის ვაჟთა და ქალთა ჩემპიონატი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შორის გაიმართება.

ჩატარების ადგილი: სასტუმრო ”იბის სტაილს ბათუმი”

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილეთა რაოდენობის რეგისტარციის მიხედვით ორგანიზატორის უფლება აქვს შეცვალოს ტურნირის სისტემა და ტურთა რაოდენობა.

ორი ან რამოდენიმე მონაწილის მიერ თანაბარი რაოდენობის ქულების დაგროვების შემთხვევაში  ადგილები განაწილდება კოეფიციენტით (დანართი 1);   

დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე 5 წამის დამატებით.

მონაწილენი:

აჭარის რეგიონის მკვიდრი მოჭადრაკეები, რომელთაც გააჩნიათ შშმ პირის მოწმობა.

რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა:
https://forms.gle/nvLdng8x6V2vMM5w8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 2 დეკემბრის 18.00 საათი.

ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა – 3 დეკემბერი 17:30 სთ.
1 ტური – 18:00 სთ. (ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ)

საკონტაქტო ნომერი: 599 069497

გამარჯვებულები:

I,II,III ადგილის მფლობელები, როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან: მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით. I ადგილის მფლობელები ასევე დაჯილდოვდებიან თასით.

ტურნირის დირექტორი: ფიდეს ასოცირებული ორგანიზატორი სალომე მელია