საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21-30 ნოემბერს, თბილისში საქართველოს ჩემპიონატების I ლიგა ვაჟთა და ქალთა შორის იმართება.
ტურნირები ტარდება ფიდე-ს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
ვაჟთა შორის 28 მონაწილეა, მათ შორის ბათუმელი რატი დიასამიძე. ხოლო ქალთა შორის 15 მოჭადრაკე ასპარეზობს, აქედან 2 აჭარის წარმომადგენელია: ლულუ დიასამიძე და ანეტა ქედელიძე.
4 ტურის შემდეგ ქალთა შორის ლიდერობენ:

ვაჟთა შორის:


