აჭარის ჭადრაკის ფედერაცია 70 წლის იუბილეს ულოცავს საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ლეონიდ ნეურონოვს

ლეონიდ ნეურონოვი უკვე თითქმის ხუთი ათეული წელია მოღვაწეობს აჭარაში როგორც ჭადრაკის პედაგოგი. მისი დამსახურებით ბათუმს არაერთი ტიტულოვანი მოჭადრაკე ჰყავს. მასთან მუშაობის დროს სპორტსმენთა მონაგარშია 80-მდე მედალი საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე. მრავალი წელია ის სახელდება ბათუმის სასპორტო სკოლის საუკეთესო პედაგოგად ჭადრაკში. 2019 წელს ის ასევე იყო საუკეთესო მწვრთნელების სამეულში მთელი საქართველოს მასშტაბით.