“IMERETI OPEN” 2021

იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 25 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, ქ. ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სკოლაში “IMERETI OPEN” 2021 და საკვალიფიკაციო ტურნირები გაიმართება.

საკვალიფიკაციო ტურნირი 7 ტურად, ღია რეიტინგ ტურნირი კი 9 ტურად ჩატარდება.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს.

სისტემა და კვალიფიკაცია:

საკვალიფიკაციო ტურნირი ჩატარდება შვეიცარიული სისტემით 7 ტურად, დროის კონროლით 60 წუთი 30 წამის დამატებით, ღია რეიტინგ ტურნირი კი შვეიცარულილ სისტემით 9 ტურად, დროის კონტროლით 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია 25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა წარმოადგინონ: 1) დაბადების მოწმობის ასლი; 2) მწვრთნელის სახელი, გვარი 3) იმერეთის მხარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე გადახდილი საქართველოს ჭადრდაკის ფედერაციის საწევროს (24ლარი) სა ტურნირის შესატანის ადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები 2021წლის 24 ივნისს 18:00 საათამდე.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 24 ივნისის 18:00 საათი.

გამარჯვებულები:

I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.

II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 1 -ით.