„ალექსანდრე ბოკუჩავას თასი – 2026“

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 8-13 დეკემბერს, თბილისში „ალექსანდრე ბოკუჩავას თასი – 2026“ 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

ჩატარების ვადები და ადგილი:
08.12-13.12. 2026 წ. ქ. თბილისი, საჭადრაკო აკადემია, ოლიმპიური ჩემპიონი (მისამართი ქ. თბილისი, ვეკუას 16 ა )

მონაწილენი:
ტურნირში დაიშვებიან 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

ყველა მონაწილეს უნდა ქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე. ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა –https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 7 ტურად.
ტურნირში ფიდეს რეიტინგი დაითვლება სწრაფ ჭადრაკში.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 25 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 10 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ https://forms.gle/v4yvNZPyaPbfJAwB9

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 8 დეკემბრის 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

თბილისის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს „ლიბერთი ბანკი“,საბანკო კოდი – LBRTGE22
ანგარიშის ნომერი: GE85LB0115171850203000
(შეცდომით ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება).

ტურნირის საწევრო შესატანი: 35 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). სოციალურად დაუცველები
და მრავალშვილიანები განთავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანიდან. იმ შემთხვევაში, თუ
ისინი რეგისტრაციის დასრულებამდე 2026 წლის 8 დეკემბრის 18.00 საათამდე) წარმოადგენენ
შესაბამის დოკუმენტებს.

ტურნირის განრიგი:

პრიზები: საპრიზო ფონდია – 1200 ლარი.

დაჯილდოება:
1 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით, დიპლომებით და
ფულადი პრიზებით;
2-3 ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით, დიპლომებით და ფულადი
პრიზებით.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 25 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 25 წუთის განმავლობაში უფლება
აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე
ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად თბილისის ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.


ტურნირის დირექტორი: თბილისის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, საერთაშორისო ორგანიზატორი – ზურაბ მიქაძე
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი