ნინო გურიელის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 30 ნოემბრიდან – 7 დეკემბრის ჩათვლით, ნინო გურიელის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.

ჩატარების ადგილი:

ქ. თბილისი, სასტუმრო ბილთმორი, რუსთაველის გამზირი 29

ღონისძიებები:
ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში;
ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში;
ქალთა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში;
ქალთა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში;

სათამაშო წესები:
დროის კონტროლი სწრაფ ჭადრაკში – 15 წუთი პარტიის ბოლომდე, 10 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
დროის კონტროლი ელვისებურ ჭადრაკში – 3 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
ტურნირები სწრაფ ჭადრაკში ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად;
ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში ტარდება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად;

ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:

ტურნირში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები;

ტურნირში მონაწილეობის უფლება აქვთ:

  • ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM) მქონე მოჭადრაკეებს;
  • 2026 წლის 14 – 20 წლამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს;
  • 2026 წლის 14, 16, 18 და 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონებს სტანდარტულ ჭადრაკში.
  • 20 წლამდე ასაკის (2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულები) ჭაბუკთა და გოგონათა შორის, 2026 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ყველაზე მაღალი ფიდეს აქტიური რეიტინგის მქონე 2 მოჭადრაკეს. თანაბარი რეიტინგის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნება
    წინა თვის, 1 ოქტომბრის ფიდეს რეიტინგი და ა. შ.;
  • 1 ნოემბრის მდგომარეობით სტანდარტულ ჭადრაკში ფიდეს რეიტინგით თავიანთ ასაკებში მსოფლიო ტოპ ასეულში მყოფ 8 – 20 წლის მოჭადრაკეებს.

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2026 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის

წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ხოლო, 18 წლამდე ასაკის
მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/2kZzNupxa2372H4u6
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 29 ნოემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – n.alavidze64@gmail.com მობ: 558 11 86 83

ტურნირის განრიგი:

ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში

ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

ქალთა ტურნირი სწრაფ ჭადრაკში

ქალთა ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

საერთო წესები:
ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 5 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში. მონაწილე ვალდებულია
წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

სამართლიანი თამაშის წესების დაცვა:
სამართლიანი თამაშის წესების დაცვა განსაზღვრულია დებულების დანართით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა