4 – 6 ოქტომბერს ქალაქ ბათუმში, სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდა ღია ტურნირი სწრაფ ჭადრაკში ,,მამია ხარაზის მემორიალი.” ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
ორივე კატეგორიაში გამარჯვებული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.
ღია ტურნირში მამია ხარაზის თასის მფლობელი გახდა ეროვნული ოსტატი ჯამბულ მახარაძე, ხოლო 12 წლამდე ჭაბუკთა შორის, გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი – ალექს ტერ-კარაპეტიანი)
ღია (მამაკაცები):
- ჯამბულ მახარაძე
- ზვიად ქამადაძე
- გრიგოლ ვოსკანიანი
ღია (ქალები):
- დეა ბედოშვილი (მწვრთნელი-ლეონიდ ნეურონოვი)
- თინათინ ბერიძე
- დიანა ქუთელია (მწვრთნელი- ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
12 წლამდე ჭაბუკები:
- გიორგი გოგიაშვილი (მწვრთნელი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
- ლუკა მახარაძე (მწვრთნელი – ნინო წიტაიშვილი)
- თამაზ ლომინაძე (მწვრთნელი – სოფიკო ტერელაძე)
12 წლამდე გოგონები:
- ანასტასია გორგილაძე (მწვრთნელი-ლეონიდ ნეურონოვი)
- მარიამ კალანდაძე (მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე)
- მარიამ ცეცხლაძე (მწვრთნელი- ლეონიდ ნეურონოვი)
დამატებით ფასიანი საჩუქრები გადაეცათ 8, 10 და 14 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში გამოვლენილ საუკეთესო შედეგის მქონე გოგონებსა და ჭაბუკებს, ქობულეთელ მოჭადრაკეებს და ტურნირის უხუცეს მონაწილეს ელგუჯა ანთაძეს.
8 წლამდე ჭაბუკები:
- არსენ საზონოვი (მწვრთნელი – სოფიკო ტერელაძე)
10 წლამდე ჭაბუკები:
- ლუკა მახარაძე (მწვრთნელი – ჯამბულ მახარაძე)
14 წლამდე ჭაბუკები:
- ირაკლი ყურშუბაძე (მწვრთნელი-სოფიკო ტერელაძე)
8 წლამდე გოგონები:
- ანი ყალიჩავა (მწვრთნელი – ამირან მჟავანაძე)
10 წლამდე გოგონები:
- ლულუ დიასამიძე (მწვრთნელი – ამირან მჟავანაძე
14 წლამდე გოგონები:
- ნინო ჟღენტი (მწვრთნელი – ალექსი ტერ-კარაპეტიანი)
მამია ხარაზი იყო აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი (1992-1996 წწ).
მამია ხარაზი. – „ ბიოგრაფია,“,,
( ამონარიდი სიტყვიდან, მწერალთა კავშირში თქმული, მამიკოს წიგნის ,
–„ანა ახმატოვას“ პრეზენტაციის დროს 1994 წელს,,,)
„რაც შემეხება მე,–ჩემი ბიოგრაფია ძალზედ უბრალო არის, ძალიან ბევრი სირთულეებით, წინააღმდეგობებით,,,,
სამი წლის ასაკიდან, შემიძლია ვთქვა, რომ მსოფლიოს რუქა იყო ცნობილი ჩემთვის,,,ნაცვლად ნოხებისა, კედლებზე რუქები იყო გაკრული,,,,
–მე, ბებიის და ბაბუის სახლში ვარ გაზრდილი, ხასან თხილაიშვილის ოჯახში,,,,ის მოღვაწე კაცი იყო, 1918 წელს ქობულეთში გამართულ პლებისციტისას, თურქებმა ზარბაზნის ლულაზე გააკრეს საქართველოს ერთგულებისთვის, შემდეგ შემთხვევამ გადაარჩინა,,, ის იყო, გულო-აღა კაიკაციშვილის დის შვილი, მისი შვილიშვილი ვარ მე,,,,
— ბებიაჩემი, (დედის მხრიდან), რომელსაც დედას ვეძახოდი ყოველთვის, –უკანასკნელი ხინოწმინდელის , –იოანე ართმელაძის შთამომავალი იყო.
— მამის მხრიდან, ბებია იყო, საოცრად დიდებული ქალი, დადიანის ქალი იყო,
მისი ძმა, უსუფ –აღა დადიანი, იყო მეუღლე, ჭოლა ლომთათიძის (საზოგადო მოღვაწე) დის, — სიდონია ლომთათიძის,,,,
–ბაბუაჩემი უსუფ– აღას , წაყვა პეტერბურგში ჭოლასთან, რომ ნებართვა აეღო,
სიდონიაზე შეუღლებისათვის, იმიტომ რომ ოჯახმა, უარი უთხრა : აჭარელს ვერ
მივცემთ ქალსოო,,,,ხოდააა, ჭოლამ წერილი გაუგზავნა ოჯახს, –თუ ამათ ერთმანეთი უყვართო,ნუ შეუშლით ხელსო….და ამ კინტრიშის ხეობაში, გაზეთი და წიგნი, სიდონიას შეტანილი იყო, ასე შეიძლება ითქვას, ის უკითხავდა ხალხს, ჟურნალ -გაზეთებს, რომელის საქართველოდან შემოდიოდა, ისევ საქართველოს ამ პატარა კუთხეში.
—–აი, ასეთ ტრადიციებზე ვარ გაზრდილი!
— ბაბუაჩემი ხასან თხილაიშვილი, ლექსებს წერდა, შესანიშნავი ლექსები აქვს, გამოქვეყნებულია ეს ლექსები ,,,,“
https://www.facebook.com/natela.xarazi.7/videos/1909312649341131/?t=19