საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-23 აპრილს, ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
შეჯიბრება გაიმართა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
სისტემა და კვალიფიკაცია:
- ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 16 და 18 წლამდე გოგონათ შორის წრიული სისტემით, 7 ტურად.
- 10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.
- ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცათ 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ:
- I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ თასით, მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრით;
- II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ მედლით, დიპლომით და ფასიანი
საჩუქრით; - 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები
დაფინანსდებიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს
ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება; - 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები
დაფინანსდებიან მსოფლიო თასზე და ევროპის ჩემპიონატზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს
ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება; - 2026 წლის საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატების გამარჯვებული მოჭადრაკეები განხილულნი იქნებიან შესაბამისი ასაკის საქართველოს ნაკრები გუნდების წევრობის კანდიდატებად.
გამარჯვებულები ასაკების მიხედვით:
8 წლმადე ჭაბუკთა შორის:
- სარია ანდრია (წალენჯიხა / ლევან ზარქუა) 9-დან 8 ქულა
- ჩიტაია ონისე (თბილისი / გიორგი ელაშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- მამფორია ანდრია (ოზურგეთი / გიორგი ხომერიკი) 9-დან 6.5 ქულა
8 წლამდე გოგონათა შორის:
- მიქაძე მარიამი (ქუთაისი / გიორგი მენაბდე) 9-დან 7.5 ქულა
- წულაია ნატალი (ხონი / რაფიელ ჩარგეიშვილი) 9-დან 6.5 ქულა
- დოლიძე ევა ( თბილისი / ხვიჩა ბახტაძე) 9-დან 6.5 ქულა
10 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- სხვიტარიძე დანიელი (ბათუმი / თენგიზ დიდმანიძე)9-დან 7.5 ქულა
- ბერიშვილი ალექსანდრე (თბილისი / მაია ლომინეიშვილი) 9-დან 7.5 ქულა
- ქვაჩაკიძე ლაზარე (ქუთაისი / ხათუნა გუბელაძე) 9-დან 6.5 ქულა
10 წლამდე გოგონათა შორის:
- სვანაძე ლილე (ქუთაისი / ხათუნა გუბელაძე) 9-დან 8 ქულა
- კვარაცხელია ნია (ზუგდიდი / დავით თულაძე) 9-დან 7 ქულა
- ლიმარი სოფია (ლაგოდეხი / ხვიჩა ბახტაძე) 9-დან 6 ქულა
12 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- ღონღაძე ალექსანდრე (თბილისი / ზაზა ჭკუასელი) 9-დან 7.5 ქულა
- სახოკია ლუკა (ქუთაისი / დავით ბენიძე) 9-დან 6.5 ქულა
- წულაია გიორგი (ფოთი / გოჩა ჩაჩუა) 9-დან 6.5 ქულა
12 წლამდე გოგონათა შორის:
- ხეხვიაშვილი მაარიამი (თბილისი / იოსებ კვირიაშვილი) 9-დან 8.5 ქულა
- სალთხუციშვილი სარა (გურჯაანი / ლევან ბახტაძე) 9-დან ქულა
- შურღულაია ნინო (ფოთი / გოჩა ჩაჩუა) 9-დან 6 ქულა
14 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- გაბადაძე გაბრიელ (ქუთაისი / ხვიჩა სუპატაშვილი) 9-დან 8 ქულა
- ქუნთელია ლუკა (თბილისი / ზურაბ სტურუა) 9-დან 7 ქულა
- ქრისტესიაშვილი ანდრია (ქარელი / ნოდარ ლორთქიფანიძე) 9-დან 6.5 ქულა
14 წლამდე გოგონათა შორის:
- გიორგაძე მარიამი (ქუთაისი / გიორგი მენაბდე) 9-დან 8 ქულა
- რუსიტაშვილი თეა (ბორჯომი / დავით მაღალაშვილი) 9-დან 6.5 ქულა
- ქუთათელაძე ანასტასია (ქუთაისი / ინგა კიკვიძე) 9-დან 6.5 ქულა
16 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- კვირიაშვილი ანდრია (თბილისი / ზურაბ სტურუა) 9-დან 8.5 ქულა
- ტაბატაძე ერეკლე (თბილისი / ზურაბ სტურუა) 9-დან 8 ქულა
- კიკალიშვილი ლუკა (ქუთაისი / დავით ბენიძე) 9-დან 6.5 ქულა
16 წლამდე გოგონათა შორის:
- კალანდაძე მარიამი (ბათუმი / დავით ჯოჯუა) 7-დან 5.5 ქულა
- კოღუაშვილი თეკლა (ქუთაისი / ხათუნა გუბელაძე) 7-დან 5.5 ქულა
- ჩხარტიშვილი ლიკა (თბილისი / დავით მაღალაშვილი) 7-დან 4 ქულა
18 წლამდე ჭაბუკთა შორის:
- შამათავა ნიკოლოზი (ზუგდიდი / დავით ჯოჯუა) 9-დან 7.5 ქულა
- ბექაური გიორგი (თბილისი / კ. შანავა, დ. ჯოჯუა) 9-დან 7 ქულა
- ზოიძე თენგიზ (თბილისი) 9-დან 7 ქულა
18 წლამდე გოგონათა შორის:
- გვათუა მარიამი (თბილისი / დავით ჯოჯუა) 7-დან 6 ქულა
- დიასამიძე ლულუ (ქობულეთი / გიგა ყუფარაძე) 7-დან 4 ქულა
- გუნია ნინო (ლანჩხუთი / ტარიელ ხუხუნაიშვილი) 7-დან 3.5 ქულა
დაჯილდოების ცერემონიის ფოტოკოლაჟი:
















