საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის შედეგები ბოლო ტურის წინ

საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმში მიმდინარეობს საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.

შეჯიბრება იმართება მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.

ყველა ასაკობრივი კატეგორია იმართება 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით 7 ტურად. ტუნირში მონაწილეობას ღებულობს 270-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლება ფიდეს რეიტინგი.

ტურნირში მიმდინარებს 24 დაფის ლაივ ტრანსლაცია (თითიეულ ასაკში 2 დაფა).

18 წლამდე გოგონათა შორის ტურნირი დასრულდა. 16 წლადმე გოგონათა შორის კი 23 აპრილს გაიმართება დამატებითი მატჩები მარიამ კალანდაძესა და თეკლა კოღუაშვილს შორის.

18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:

  1. გვათუა მარიამი (7-დან 6 ქულა) თბილისი / დავით ჯოჯუა
  2. დიასამიძე ლულუ (7-დან 4 ქულა) ქობულეთი / გიგა ყუფარაძე
  3. გუნია ნინო (7-დან 3.5 ქულა) ლანჩხუთი / ტარიელ ხუხუნაიშვილი

ბოლო ტურის წინ ქულათა მაქსიმალური რაოდენობა დააგროვეს:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. სარია ანდრია (8-დან 7 ქულა)

8 წლამდე გოგონათა შორის:

  1. მარიამ მიქაძე (8-დან 6.5 ქულა)

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. სხვიტარიძე დანიელი (8-დან 7 ქულა)

10 წლამდე გოგონათა შორის: 

  1. სვანაძე ლილე (8-დან 7 ქულა)

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ღონღაძე ალექსანდრე (8-დან 6.5 ქულა)

12 წლამდე გოგონათა შორის:

  1. მარიამ რეხვიაშვილი (8-დან 7.5 ქულა)

14 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. გაბადაძე გაბრიელი (8-დან 7.5 ქულა)

14 წლამდე გოგონათა შორის:

  1. გიორგაძე მარიამი (8-დან 7 ქულა)

16 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ანდრია კვირიაშვილი (8-დან 7.5 ქულა)
  2. ერეკლე ტაბატაძე (8-დან 7.5 ქულა)

18 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  1. ნიკოლოზ შამათავა (8-დან 7 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: