საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 14-23 აპრილს, ბათუმში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 8,10,12,14,16,18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ღონისძიების მხარდამჭერები იყვნენ: საქართველოს სპორტის სამინისტრო და აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
შეჯიბრება გაიმართა მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში.
ყველა ასაკობრივი კატეგორია გაიმართა 9 ტურად შვეიცარული სისტემით, 16 და18 წლამდე გოგონათა შორის კი – წრიული სისტემით 7 ტურად. ტუნირში მონაწილეობას ღებულობდა 270-მდე სპორტსმენი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
10, 12, 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში ითვლებოდა ფიდეს რეიტინგი.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მონაგარში 3 მედალია: 2 ოქრო და 1 ვერცხლი.
10 წლამდე ჭაბუკთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა დანიელ სხვიტარიძე (9-დან 7.5 ქულა) მწვრთნელი – თენგიზ დიდმანიძე
16 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ჩემპიონია გახდა მარიამ კალანდაძე (7-დან 5.5 ქულა) მწვრთნელი – დავით ჯოჯუა
18 წლამდე გოგონათა შორის საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა ლულუ დიასამიძე (7-დან 4 ქულა) მწვრთნელია – გიგა ყუფარაძე

