საქართველოს  ჩემპიონატი 20  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ”კახი ჩიგოგიძის თასი”

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 3 – 12 აგვისტოს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს  ჩემპიონატი 20  წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის – ”კახი ჩიგოგიძის თასი” გაიმართება.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს:

2002 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებული საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრი ჭაბუკები და გოგონები.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/6h6UBHtLeR1BgHY18

ამავე ფორმაში უნდა ატვირთონ :

  1. დაბადების მოწმობის ასლი;
  2. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დმადასტურებელი დოკუმენტი;
  3. შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის  2 აგვისტოს 18.00 საათამდე.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია –  25 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვიდრო
ჩამოსვლის დღე3 აგვისტო 
I ტურის კენჭისყრა4 აგვისტო12:00
გახსნა4 აგვისტო15:00
I ტური4 აგვისტო15:00
II ტური5 აგვისტო15:00
III ტური6 აგვისტო15:00
IVტური7 აგვისტო15:00
Vტური8 აგვისტო15:00
VI ტური9 აგვისტო15:00
VII ტური10 აგვისტო15:00
VIII ტური11 აგვისტო15:00
IX ტური12 აგვისტო15:00
დახურვა12 აგვისტო19:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით.
  • I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებითა და დიპლომებით.
  • I  ადგილზე გასული მოჭადრაკეები მიიღებენ  20 წლამდე ასაკის მოჭადრაკეთა მსოფლიოს ჩემპიონატების საგზურებს.
  • ჭაბუკთა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს  2023 წლის საქართველოს ვაჟთა 82-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
  • გოგონათა შორის 1 ადგილზე გასული მოჭადრაკე მიიღებს  2023 წლის საქართველოს ქალთ მე-80 ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურს.
  • 1 ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატის წოდება (შესაბამისად ვაჟთა და ქალთა).
  • II-III ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს მიენიჭებათ სპორტის ეროვნული ოსტატობის კანდიდატის წოდება.

კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები დარეგულირდება რეგულაციების შესაბამისად.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი