აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 ივნისს, ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართა “გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში. ღონისძიება ჩატარდა ორი ტურნირის სახით: 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
ტურნირები ჩატარდა 7 ტურად, შვეიცარული სისტემით, დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე.
აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირის გამარჯვებული და გიას სახელობის თასის მფლობელი გახდა დემეტრე გოგიაშვილი!
12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
I- ადგილი დემეტრე გოგიაშვილი 7 ქულით
II- ადგილი გიორგი ჭანტურია 5 ქულით
III- ადგილი ლუკა გობაძე 4 ქულით
12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
I- ადგილი მარიამ კალანდაძე 5.5 ქულით
II- ადგილი ლანა გობაძე 5 ქულით
III- ადგილი ანეტა ქედელიძე 4.5 ქულით
18 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:
I- ადგილი დემეტრე გოგიაშვილი 6 ქულით
II- ადგილი გიორგი გოგიაშვილი 5.5 ქულით
III- ადგილი გიორგი ჭანტურია 5 ქულით
18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:
I- ადგილი ნინო ჟღენტი 4.5 ქულით
II-ადგილი ლულუ დიასამიძე 4.5 ქულით
III- ადგილი დეა ბედოშვილი 4 ქულით
ხულოს რაიონიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ლანა გობაძემ, რომელსაც გადაეცა გია მახარაძის ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი!