აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში 5 და 6 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მიმდინარეობს.
5 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩემპიონატი იმართება წრიული სისტემით 5 ტურად. 6 წლამდე გოგონათა შორის წრიული სისტემით 7 ტურად, ხოლო 6 წლამდე ჭაბუკთა შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 25 წუთი 10 წამის დამატებით.
ღონისძიებაში ჯამში მონაწილეობს 24 ნორჩი მოჭადრაკე.
ტურნირის განრიგი:
| ჩამოსვლის დღე | 16 ოქტომბერი | |
| ტურნირის გახსნა | 17 ოქტომბერი | 14:00 სთ. |
| I ტური | 17 ოქტომბერი | 14:30 სთ. |
| II ტური | 18 ოქტომბერი | 14:00 სთ. |
| III ტური | 18 ოქტომბერი | 15:00 სთ. |
| IV ტური | 19 ოქტომბერი | 18:00 სთ. |
| V ტური | 19 ოქტომბერი | 19:00 სთ. |
| VI ტური | 20 ოქტომბერი | 16:00 სთ. |
| VII ტური | 20 ოქტომბერი | 17:00 სთ. |
| ტურნირის დახურვა | 20 ოქტომბერი | 18:00 სთ. |
გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დასახელდებიან აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონს აგრეთვე გადაეცემა თასი და მივლინებული იქნება შესაბამისი ასაკის 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატზე.
ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:








