17-20 ოქტომბერს, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, აჭარის ჩემპიონატი ჭადრაკში 5 და 6 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.
5 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის ჩემპიონატი ჩატარდა წრიული სისტემით 5 ტურად. 6 წლამდე გოგონათა შორის წრიული სისტემით 7 ტურად, ხოლო 6 წლამდე ჭაბუკთა შორის შვეიცარიული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 25 წუთი 10 წამის დამატებით.
ღონისძიებაში ჯამში მონაწილეობდა 24 ნორჩი მოჭადრაკე.
5 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- ზოსიძე დაჩი (მწვრთნელი: თორნიკე კალანდაძე)
- შარაშიძე დიტო (მწვრთნელი: თორნიკე კალანდაძე)
- მამულაძე გაბიანე (მწვრთნელი: ეთერ თურმანიძე)
5 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- მიქელაძე მარიტა (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე)
- კოჩალიძე რანა (მწვრთნელი: იამზე ბოლქვაძე)
6 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულნი:
- სოლომონიძე მათე (მწვრთნელი: ალექსი ტერ-კარაპეტიანი, იამზე ბოლქვაძე)
- ბერიძე ვაჩე (მწვრთნელი: ნოდარ ლორთქიფანიძე)
- შავაძე საბა (მწვრთნელი: ეთერ თურმანიძე)
6 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულნი:
- იმნაიშვილი თებეა (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე)
- შაშიკაძე ანასტასია (მწვრთნელი: თენგიზ დიდმანიძე)
- აბულაძე ნინა (მწვრთნელი: ეთერ თურმანიძე)
აღსანიშნავია, რომ საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები, დასახელდნენ აჭარის ნაკრების წევრებად და დაჯილდოვდნენ მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონს აგრეთვე გადაეცა თასი და მივლინებული იქნება შესაბამისი ასაკის 2026 წლის საქართველოს ჩემპიონატზე. ჩემპიონატის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:












