გია მახარაძის თასის გამარჯვებულები

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 12-13 ივნისს, ქ. ბათუმის სასპორტო სკოლის ჭადრაკის დარბაზში გაიმართა “გია მახარაძის თასი” ელვისებურ ჭადრაკში. ღონისძიება ჩატარდა ორი ტურნირის სახით: 12 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირები ჩატარდა 7 ტურად, შვეიცარული სისტემით, დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე.

აღსანიშნავია, რომ ორივე ტურნირის გამარჯვებული და გიას სახელობის თასის მფლობელი გახდა დემეტრე გოგიაშვილი!

12 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი დემეტრე გოგიაშვილი 7 ქულით

II- ადგილი გიორგი ჭანტურია 5 ქულით

III- ადგილი ლუკა გობაძე  4 ქულით

12 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი მარიამ კალანდაძე   5.5 ქულით

II- ადგილი ლანა გობაძე  5 ქულით

III- ადგილი ანეტა ქედელიძე  4.5 ქულით 

18 წლამდე ჭაბუკთა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი დემეტრე გოგიაშვილი 6 ქულით

II- ადგილი გიორგი გოგიაშვილი  5.5 ქულით

III- ადგილი გიორგი ჭანტურია 5 ქულით

18 წლამდე გოგონათა შორის გამარჯვებულები:

I- ადგილი ნინო ჟღენტი   4.5 ქულით

II-ადგილი ლულუ დიასამიძე   4.5 ქულით

III- ადგილი დეა ბედოშვილი  4 ქულით

ხულოს რაიონიდან საუკეთესო შედეგი აჩვენა ლანა გობაძემ, რომელსაც გადაეცა გია მახარაძის ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი!