7 თებერვალს, საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მორიგი საერთაშრისო მეგობრული გუნდური ტურნირის გაიმართა.
ტურნირში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, ნორვეგია, თურქეთი, ბულგარეთი და კვიპროვი. სულ მონაწილეობას ღებულობდა 24 გუნდი. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან.
ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 6 ტურად, დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.
საქართველოდან 2 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, აჭარის რეგიონის წარმომადგენლები „ბათუმის პაიკები” და იმერეთის „ქუთაისი მაია”. საბოლოოდ ჩვენებმა 7 ქულა დააგროვეს და VI-X ადგილები გაიყვეს!
„ბათუმის პაიკების” შემადგენლობა:
- გაბუნია გიორგი
- ცეცხლაძე მარიამი
- ქონიაძე ლიზი
- ლორთქიფანიძე გოგა
- ჟღენტი ნინო
- ცივაძე ეკატერინე
გუნდს კაპიტნობდა, საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია!