საერთაშორისო მეგობრული გუნდური ტურნირი II

7 თებერვალს,  საჭადრაკო პლატფორმაზე tornelo.com 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მორიგი საერთაშრისო მეგობრული გუნდური ტურნირის გაიმართა.

ტურნირში წარმოდგენილი იყო 6 ქვეყანა: საქართველო, საბერძნეთი, ნორვეგია, თურქეთი, ბულგარეთი და კვიპროვი. სულ მონაწილეობას ღებულობდა 24 გუნდი. თითოეული გუნდი შედგებოდა 6 მონაწილისგან.

ტურნირი გაიმართა შვეიცარული სისტემით 6 ტურად, დროის კონტროლი 10 წუთი 5 წამის დამატებით.

საქართველოდან 2 გუნდი ღებულობდა მონაწილეობას, აჭარის რეგიონის წარმომადგენლები „ბათუმის პაიკები” და იმერეთის „ქუთაისი მაია”. საბოლოოდ ჩვენებმა 7 ქულა დააგროვეს და VI-X ადგილები გაიყვეს!

„ბათუმის პაიკების” შემადგენლობა:

  1. გაბუნია გიორგი
  2. ცეცხლაძე მარიამი
  3. ქონიაძე ლიზი
  4. ლორთქიფანიძე გოგა
  5. ჟღენტი ნინო
  6. ცივაძე ეკატერინე

გუნდს კაპიტნობდა, საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია!