FIDE-ს 2026 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულები

26 ივნისს, იტალიის ქალაქ მონტესილვანოში FIDE-ს 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი დასრულდა.

ჩემპიონატი ჩატარდა 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველივე სვლიდან.

ღონისძიების კატეგორიები იყო:

  • ღია :  14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე
  • გოგონათა შორის:  14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე

წარმატებით იასპარეზა 16 წლამდე გოგონათა შორის, კესარია მგელაძემ, მან 11-დან 8 ქულა მოიპოვა და მე-6 ადგილზე გავიდა.

მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 83 ქვეყნიდან 758 მოთამაშე იბრძოდა, მათ შორის 10 საქართველოს წარმომადგენელი იყო:

  1. რუსიტაშვილი თეა (14 წლადმე გოგონათა შორის ) 11-დან 7 ქულა
  2. გიორგაძე მარიამი (14 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 5.5 ქულა
  3. მგელაძე კესარია (16 წლამდე გოგონათა შორის ) 11-დან 8 ქულა
  4. კალანდაძე მარიამი (16 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 6.5 ქულა
  5. ცეცხლაძე მარიამი (18 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 6 ქულა
  6. კირთაძე ანასტასია (18 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 8 ქულა
  7. დიასამიძე ლულუ (18 წლამდე გოგონათა შორის) 11-დან 6 ქულა
  8. გაბადაძე გაბრიელი (14 წლამდე ღია კატეგორიაში) 11-დან 8 ქულა
  9. კვირიაშვილი ანდრია (16 წლამდე ღია კატეგორიაში) 11-დან 6.5 ქულა
  10. შამათავა ნიკოლოზი (18 წლამდე ღია კატეგორიაში) 11-დან 6.5 ქულა

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: