იტალიის ქალაქ მონტესილვანოში FIDE-ს 2026 წლის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი მიმდინარეობს.
ჩემპიონატი ტარდება 11 ტურად, შვეიცარიული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი პირველ 40 სვლაზე, შემდეგ დამატებით 30 წუთი პარტიის დასრულებამდე და 30 წამის დამატება თითოეულ სვლაზე პირველი;ვე სვლიდან.
ღონისძიების კატეგორიებია:
- ღია : 14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე
- გოგონათა შორის: 14 წლამდე, 16 წლამდე, 18 წლამდე
მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის 83 ქვეყნიდან 758 მოთამაშე იბრძვის, მათ შორის 10 საქართველოს წარმომადგენელია:
- რუსიტაშვილი თეა (14 წლადმე გოგონათა შორის )
- გიორგაძე მარიამი (14 წლამდე გოგონათა შორის)
- მგელაძე კესარია (16 წლამდე გოგონათა შორის )
- კალანდაძე მარიამი (16 წლამდე გოგონათა შორის)
- ცეცხლაძე მარიამი (18 წლამდე გოგონათა შორის)
- კირთაძე ანასტასია (18 წლამდე გოგონათა შორის)
- დიასამიძე ლულუ (18 წლამდე გოგონათა შორის)
- გაბადაძე გაბრიელი (14 წლამდე ღია კატეგორიაში)
- კვირიაშვილი ანდრია (16 წლამდე ღია კატეგორიაში)
- შამათავა ნიკოლოზი (18 წლამდე ღია კატეგორიაში)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:



