Tata Steel Chess India 2026

7-11 იანვარს, კოლკატაში გაიმართა “Tata Steel Chess India 2026” სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში.

ტურნირები ჩატარდა წრიული სისტემით ორ წრედ 18 ტურად, ღია და ქალთა შორის.

დროის კონტროლი: სწრაფ ჭადრაკში 15 წუთი 10 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. ელვისებურ ჭადრაკში 3 წუთი 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.

ქალთა ტურნირში ერთადერთი ქართველი მონაწილე იყო წარმოდგენილი ნანა ძაგნიძე, რომელმაც სწრაფ ჭადრაკში VI ადგილი დაიკავა, ელვისებურში კი – VIII.

სწრაფი ჭადრაკის გამარჯვებულები გახდნენ:

ღია ტურნირში – Nihal Sarin

ქალთა ტურნირში – Kateryna Lagno

ელვისებური ჭადრაკის გამარჯვებულები გახდნენ:

ღია ტურნირში – Wesley So

ქალთა ტურნირში – Carissa Yip