4-15 ოქტომბერს, ალბანეთის ქალაქი დურესი უმასპინძლებს კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატს 14, 16 და 18 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის!
ტურნირი იმართება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად, დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.
ღონისძიებაში მონაწილეობს 83 ქვეყნის 719 ახალგაზრდა მოჭადრაკე. საქართველოს წარმომადგენლებია:
- ერეკლე ტაბატაძე (7-დან 4 ქულა)
- გაბრიელ გაბადაძე (7-დან 4.5 ქულა)
- მარიამ კალანდაძე (7-დან 4 ქულა)
- გაგა გვასალია (7-დან 4.5 ქულა)
- ბარბარე აშოთია (7-დან 3.5 ქულა)
- ლიკა ჩხარტიშვილი (7-დან 4 ქულა)
- მარიამ სიჭინავა (7-დან 3.5 ქულა)
აღსანიშნავია, რომ აჭარიდან პირველობისთვის მარიამ კალანდაძე (16 წლამდე გოგონათა შორის) ასპარეზობს.