ჭადრაკის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდა

თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 12 ივნისს, 15:00 საათზე ჩატარდება მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდები C კატეგორიის მისანიჭებლად.

მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის სრულწლოვან წევრებს, რომელთაც გადახდილი აქვთ:

  • 2022 წლის შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (24ლ);
  • სალიცენზიო გამოცდის სარეგისტრაციო შესატანი (30ლ) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე – სს “თიბისი ბანკი” საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL  საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

საქართველოს საერთაშორისო ონლაინ ჭადრაკის აკადემიის ინიციატივით 1–10 ივნისის ჩათვლით, Zoom-ში იმართება ჭადრაკის მწვრთნელთა სალიცენზიო გამოცდაზე გამსვლელთა ონლაინ სემინარი.

სემინარს ჩაატარებს საერთაშორისო დიდოსტატი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი საჭადრაკო კომპოზიციაში დავით გურგენიძე და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი გიორგი მაჭარაშვილი.

სემინარი იმართება: 1, 4, 8 და 10 ივნისს 20:00–დან 21:30 სთ-მდე.

Zoom -ის ბმული:  https://us02web.zoom.us/u/kR5CwlR7

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ; T: 599 92–96–87.