‘ჭადრაკის დედოფლის აკადემიის’ მიერ ონლაინ სივრცეში დაგეგმილი ტურნირები

მაია ჩიბურდანიძის საჭადრაკო აკადემია ონლაინ სივრცეში საჭადრაკო პლატფორმაზე chess.com საინტერესო ტურნირებს აანონსებს. ღონისძიებები გაიმართები როგორც ბავშვთა შორის, ასევე ყველა მსურველისთვის ასაკის შეუზღუდავად.

19 ივლისს გაიმართება ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტურნირი სწრაფ ჭადრაკში. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო სუვენირებით.

26 ივლისიდან 13 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება ონლაინ გრან პრის ეტაპები, რომლის საპრიზო ფონდი 2700 ლარია. ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უნდა ჩაერთონ ‘ZOOM’ -ის საკონფერენციო ოთახში.

6-დან 20 სექტემბრამდე კი გაიმართება მაია ჩიბურდანიძის თასი 2020, რომელშიც მონაწილეობის უფლება ექნება სპორტსმენებს 13 წლის ჩათვლით. ტურნირის მსვლელობისას მონაწილეები უნდა ჩაერთონ ‘ZOOM’ -ის საკონფერენციო ოთახში. ტურნირის საპრიზო ფონდია 1000 ლარი.

ონლაინ-ტურნირებში დაიშვება ნებისმიერი მოჭადრაკე, ვინც გაწევრიანებული იქნება chess.com-ზე არსებულ ჯგუფში ‘Maya Chiburdanidze Club’. https://www.chess.com/club/maya-chiburdanidze-club/join

ტურნირების შესახებ წინასწარი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება ჭადრაკის დედოფლის აკადემიის ფბ-გვერდზე Chess Queen Academy /ჭადრაკის დედოფლის აკადემია

საკონტაქტო პირი: ჭადრაკის დედოფლის აკადემიის დირექტორის მოადგილე ნატალია ეძგვერაძე. ტელ: 598 732 732

იხილეთ ტურნირის ლინკები: