”ჩემპიონთა თასი – 2023”

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 13 ოქტომბერს სტარტი აიღო ღია საჭადრაკო ტურნირმა “ჩემპიონთა თასი”.

ღონისძიება ტარდება 2 სხვადასხვა კატეგორიაში, A და B ღია ტურნირად. ორივე კატეგორია იმართება შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

დროის კონტროლი:

  • A ღია ტურნირში – 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
  • B ღია ტურნირში – 60 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.

ტურნირში 45 მოჭადრაკე ასპარეზობს, მათ შორის A კატეგორიაში არის ჩვენი რეგიონის წარმოადგენელი ლულუ დიასამიძე.