”ჩემპიონთა თასის” გამარჯვებულები

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში 21 ოქტომბერს დასრულდა ‘ჩემპიონთა თასის’ გათამაშება.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 22 000 ლარს შეადგენდა.

ასპარეზობა შესაბამისი სარეიტინგო კატეგორიებით ორ ‘ა’ და ‘ბ’ ტურნირად ჩატარდა.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

‘ა’ ტურნირი – ვაჟები
I ადგილი – მიხეილ კეკელიძე (2332) – 7,5 ქულა’
II ადგილი – გიგა ყუფარაძე (2494) – 7 ქულა;
III ადგილი – თორნიკე სანიკიძე (2475) – 6 ქულა;

‘ა’ ტურნირი – ქალები
I ადგილი – სოფიკო ხუხაშვილი (2332) – 4,5 ქულა;
II ადგილი – მარიამ გვათუა (1607) – 4,5 ქულა;
III ადგილი – სოფიო ტყეშელაშვილი (2269) – 4,5 ქულა;

‘ბ’ ტურნირი – ვაჟები
I ადგილი – გიორგი წანაწყენიშვილი (1908) – 7,5 ქულა;
II ადგილი – გიგა გოდერძიშვილი (1938) – 7,5 ქულა;
III ადგილი – დავით ცქიფურიშვილი (1581) – 6,5 ქულა;

‘ბ’ ტურნირი – ქალები
I ადგილი – თეკლა კოღუაშვილი (1727) – 5 ქულა;
II ადგილი – ლიკა ჩხარტიშვილი (1309) – 5 ქულა;
III ადგილი – ლიკა ჭანტურია (1354) – 5 ქულა.