2026 წლის 15-28 ივნისს, ქალაქი ბათუმი მესამედ მასპინძლობს წლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტურნირს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის კალენდარში — ფიდეს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ჩემპიონატი იმართება საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (FIDE), საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, აჭარის სპორტის სამინისტრო და დეპარტამენტი, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ წელს მსოფლიო თასი ახალი ფორმატით ტარდება და ის მსოფლიო ჩემპიონატის ციკლის ნაწილია. ყოველი ასაკის გამარჯვებული სამეული მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის.
ტურნირის სათამაშო დარბაზებია სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოში” და ”ეუფორიაში”. ასპარეზობაში მონაწილეობს 68- ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი.
შეჯიბრება იმართება შვეიცარული სისტემით 11 ტურად. თითოეულ მოთამაშეს მიეცემა 90 წუთი პარტიისთვის, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: FIDE-ს განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, აჭარის სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე, მოადგილე ასლან ბალაძე და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.
ტურნირის ყველა პარტია პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემა.
ტურნირი ტარდება 6 კატეგორიად:
- 8 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
- 10 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შორის)
- 12 წლამდე (ჭაბუკთა და გოგონათა შრის)
საქართველოდან მონაწილეობს 75 სპორტსმენი, მათ შორის აჭარიდან კი 13 წარმომადგენელია:
- ლომინაძე ნიკო (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- სხვიტარიძე დანიელი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბალაძე დაჩი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბულკა ვიტალი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ევდოკიმოვ იური (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ბასილაძე ანდრია (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ფუტკარაძე დავითი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- ცინცაძე თევდორე (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- აბულაძე ილია (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
- შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
- შავაძე მარიამი (10 წლამდე გოგონათა შორის)
- სოსელია ევა (10 წლამდე გოგონათა შორის)
- გოგუაძე მარიამი (12 წლამდე გოგონათა შორის)
ღონისძიების ფოტოკოლაჟი:







