სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა „ბათუმი 2026”

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 22 ივლისს , მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში 8,10,12 და 20 წლამდე ახალგაზრდებს შორის სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალმა ”ბათუმი-2026”.

ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი. 

ფესტივალის კატეგორიები:

  • 8 წლამდე ღია კატეგორია;
  • 10 წლამდე ღია კატეგორია;
  • 12 წლამდე ღია კატეგორია;
  • 20 წლამდე ღია კატეგორია – რეიტინგ ტურნირი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ფესტივალის ყოველი ასაკობრივი კატეგორია იმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით, 7 ტურად. დროის კონტროლი: 60 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით. 20 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში ითვლება ფიდე-ს რეიტინგი.

ღონისძიებაში ჩართულია 100-ზე მეტი სპორტსმენი წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან: საქართველო, ამერიკა, უკრაინა, სომხეთი და ფიდეს დროშით მოასპარეზენი.

26 ივლისს, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ‘’გია მახარაძის თასი’’ ელვისებურ ჭადრაკში – ღია და 12 წლამდე კატეგორიებში. დასაწყისი 17:00 სთ.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: