საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 15-24 აპრილს, თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 33-ე ჩემპიონატი 10, 14 და 18 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის უმაღლესი ლიგა გაიმართება.

სისტემა და კვალიფიკაცია:

  • ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
  • დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:
ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე
(პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

მონაწილენი:
ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 10 წლამდე – 2014 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 14 წლამდე – 2010 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 18 წლამდე – 2006 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო
ანგარიშზე:
(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული
ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
10 წლამდე ტურნირში დაიშვებიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • 2023 წლის საქართველოს 32-ე ჩემპიონატზე 1-3 ადგილზე გასული შესაბამისი ასაკის
    მოჭადრაკეები;
  • 2024 წლის 10 წლამდე საქართველოს ჩემპიონატების აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების
    პირველი ლიგებიდან – 5-5 მოჭადრაკე;
  • 2024 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ:
    3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოს
    რეგიონს,
    დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი.

რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/dYCZdmnVYUGCXWVg6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 13 აპრილი 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის ტურნირის საწევრო შესატანია – 30 ლარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22

ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასით, მედლით და დიპლომით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლით და დიპლომით.
  • I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე
    შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.
  • 10 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის I ადგილზე გასული მოჭადრაკეები მოიპოვებენ ფიდეს მსოფლიო თასის შესაბამისი ასაკის საგზურს.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი