საქართველოს 32-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 აპრილიდან 7 მაისამდე, , ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 32-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის, გაიმართება.

მონაწილენი:

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 8 წლამდე – 2015 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 12 წლამდე – 2011 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 16 წლამდე – 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

8 და 12 წლამდე ტურნირში დაიშვებიან შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • 2022 წლის საქართველოს ჩემპიონატში 1-3 ადგილზე გასული შესაბამისი ასაკის მოჭადრაკეები;
  • 2023 წლის 8, 10 და 12 წლამდე საქართველოს ჩემპიონატების აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონების პირველი ლიგებიდან – 5-5 მოჭადრაკე;

2023 წლის რეგიონული ჩემპიონატებიდან ადგილები მიეცემათ:

3-3 ადგილი ქ. თბილისსა და იმერეთის რეგიონს, 2-2 ადგილი აჭარის ა/რ და სამეგრელოს რეგიონს, დანარჩენ რეგიონებს 1-1 ადგილი.

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირი ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.

12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვლება ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი:

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/Yqx8AnL5VTrmX6DF6

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 26 აპრილი 18:00 სათი.

ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83

თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია – 30 ლარი.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:

სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22

ტურნირის განრიგი:

ტურირიცხვი8 წლამდე12 და 16 წლამდე
ჩამოსვლის დღე28 აპრილი  
I ტურის კენჭისყრა28 აპრილი20:0020:00
გახსნა29 აპრილი10:4515:45
I ტური29 აპრილი11:0016:00
II ტური30 აპრილი11:0016:00
III ტური1 მაისი11:0016:00
IVტური2 მაისი11:0016:00
Vტური3 მაისი11:0016:00
VI ტური4 მაისი11:0016:00
VII ტური5 მაისი11:0016:00
VIII ტური6 მაისი11:0016:00
IX ტური7 მაისი11:0016:00
დახურვა7 მაისი20:0020:00

გამარჯვებულები:

  • I ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან თასებით, მედლებით და დიპლომებით.
  • II-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით.
  • I და II ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაფინანსდებიან მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე შესაბამის ასაკებში. საქართველოს ჩემპიონებს ეძლევათ საგზურის არჩევის საშუალება.

2023 წლის საქართველოს ასაკობრივ ჩემპიონატებზე საპრიზო ადგილებზე გასული მოჭადრაკეების შედეგებით გამოვლინდებიან საუკეთესო რეგიონული ფედერაციები, რომლებიც დაჯილდოვდებიან:

  • I ადგილზე გასული ფედერაცია თასით, მედლით და დიპლომით;
  • II – III ადგილზე გასული ფედერაციები მედლებით და დიპლომებით.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი