საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი – “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი”

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 ნოემბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში დაიწყება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის თასი – “ალექსანდრე ჩიკვაიძის თასი” 8, 10, 12 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირი ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. თითოეულ მონაწილეს მიეცემა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.

ტურნირის საპრიზო ფონდია 6000 ლარი.

ტურნირში იასპარეზებს 104 მოჭადრაკე.

აჭარიდან 2 სპორტსმენი იქნება ჩართული: 10 წლამდე ჭაბუკებში იასპარეზებს კესარია მგელაძე და 10 წლამდე გოგონებში – მარიამ ცეცხლაძე.