საქართველოს ასაკობრივი ჩემპიონატის გამარჯვებულები 8, 12 და 16 წლამდე კატეგორიებში გამოვლინდნენ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 აპრილიდან 7 მაისამდე, ქ.თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს 32-ე ჩემპიონატი 8, 12 და 16 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართა.

ტურნირი ჩატარდა ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად. 12 და 16 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა ტურნირებში დაითვალა ფიდეს რეიტინგი.

დროის კონტროლი: ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცა 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

ღონისძიებაში სულ 177 მოჭადრაკე ასპარეზობდა, აქედან კი 16 აჭარის წარმომადგენელი იყო.

  • საბა სარჯველაძე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
  • გაბრიელ მჟავანაძე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5.5 ქულა
  • დემეტრე მგალობლიშვილი (8 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4.5 ქულა
  • მარიამ გოგუაძე (8 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 2.5 ქულა
  • შოთა დოლიძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
  • ნუგზარი ასკეროვი ( 12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4 ქულა
  • სანდრო გოგუაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4 ქულა
  • ნიკოლოზ სარჯველაძე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 4 ქულა
  • ანეტა ქედელიძე (12 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5 ქულა
  • გიორგი გოგიაშვილი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
  • დემეტრე გოგიაშვილი (16 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 5 ქულა
  • გიორგი ჭანტურია (16 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 3.5 ქულა
  • შოთა ცეცხლაძე (16 წლამდე ჭაბუკთ შორის) 9-დან 3.5 ქულა
  • მარიამ ცეცხლაძე (16 წლამდე გოგონათ შორის) 9-დან 6 ქულა
  • ლულუ დიასამიძე (16 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5.5 ქულა
  • მარიამ კალანდაძე (16 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5 ქულა