საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის შედეგები 3 ტურის შემდეგ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 5-15 თებერვალს, ქ. თბილისის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში, საქართველოს ქალთა 80-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა იმართება.

ტურნირი ტარდება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის, სადაც ითვლება ფიდე-ს რეიტინგი. დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 30 წამის დამატებით.

შედეგები 3 ტურის შემდეგ:

აღსანიშნავია, რომ უმაღლეს ლიგაში აჭარიდან 3 სპორტსმენი მონაწილეობს: ნინო ბაციაშვილი, მარიამ ცეცხლაძე და ლულუ დიასამიძე.

IV ტურში ერთმანეთს შეეჯიბრებიან:

  1. ლულუ დიასამიძე – ლელა ჯავახიშვილი
  2. თამარ ესაძე – ნია დონღვანი
  3. ელენე წოწონავა – მარიამ ცეცხლაძე
  4. ნინო ბაციაშვილი – მერი არაბიძე
  5. ბელა ხოტენაშვილი – ანასტასია კირთაძე