საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატი

2020 წლის 20 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით, ქ. თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა.

სისტემა და დროის კონტროლი:

ტურნირი გაიმართება ფიდე-ს წესებით, წრიული სისტემით 10 მონაწილეს შორის. თითოეულს 90 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე   30 წამის დამატებით.

ტექნიკური შეხვედრა გაიმართება 20 ივლისს 16:30 საათზე, ტურნირის გახსნა 17:00 საათზე.

I ტური დაიწყება 21 ივლისს, პარტიები დაიწყება 15:00 საათზე. დასვენების დღე იქნება 5 ტურის შემდეგ – 26 ივლისს.

საერთო წესები:

ყაიმზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ 30-ე  სვლის შემდეგ. ტურის დაწყებიდან  30 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება. ნებისმიერ მონაწილეს შესაბამისი პარტიის დასრულებიდან 30 წუთის განმავლობაში უფლება აქვს გაასაჩივროს მსაჯთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო კომიტეტში, რომელიც არჩეული იქნება ტურნირის ტექნიკურ შეხვედრაზე. მონაწილე ვალდებულია წერილობით პროტესტთან ერთად საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაში გადაიხადოს 50 ლარი, რომელიც პროტესტის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკან დაუბრუნდება.

მონაწილენი:

უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება აქვთ:

  1. საქართველოს ქალთა 76-ე ჩემპიონატის I-III პრიზიორს;
  2. საქართველოს 2019 წლის ქალთა პირველი ეროვნული ნაკრების წევრებს;
  3. საქართველოს ქალთა 77-ე ჩემპიონატის I ლიგიდან გასულ I-III მოჭადრაკეს.

დაჯილდოება:

       – I ადგილზე გასული მოჭადრაკე დაჯილდოვდება თასით;

       – I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლებით და დიპლომებით;

       – ყველა მონაწილე დაჯილდოვდება ფულადი პრიზით.

          ტურნირის საპრიზო ფონდია 30 600 ლარი. პრიზები არ იყოფა. ყველა პრიზი დაიბეგრება საქართველოში მოქმედი ფინანსური კანონმდებლობის შესაბამისად.  

მონაწილეთა  ვალდებულებები:

– კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით არსებული მდგომარეობის გამო მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები რეგულირდება დანართი 3 -ით.

– დაესწრონ ტურნირთან დაკავშირებულ ყველა ოფიციალურ ღონისძიებას, მათ შორის   ტექნიკურ შეხვედრას და  გახსნა-დახურვის ცერემონიას.                    

– მონაწილე ვალდებულია დაექვემდებაროს ”Anti-Cheating” შემოწმებას.

– დრესკოდი: სათამაშო ზონაში არ დაიშვებიან მონაწილეები სპორტული ტანსაცმლით და

ფეხსაცმლით, ქუდით და არაკლასიკური ჯინსით.

აღსანიშნავია, რომ ფინალისტთა 10 მონაწილიდან 2 ბათუმელია: ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია.