ლილე ბარამიძე საქართველოს ჩემპიონია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. დროის კონტროლია 25 წუთი + 10 წამი თითოეულ სვლაზე.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 88 სპორტსმენი, აქედან 10 აჭარის წარმომადგენელი იყო.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ნაკრების წევრმა ლილე ბარამიძემ 7 წლამდე გოგონათა შორის 6.5 ქულა დააგროვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა!

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: