საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი 9 და 13 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 11-14 მარტს, საჭადრაკო პლატფორმაზე ternelo.com ჩატარდება საქართველოს სასკოლო ონლაინ ჩემპიონატი ჭადრაკში 9 და 13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრებს:

  • 9 წლამდე – 2012 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;
  • 13 წლამდე – 2008 წლის 1 იანვრის შემდეგ დაბადებულ ჭაბუკებს და გოგონებს;

სისტემა და კვალიფიკაცია:

ტურნირები ტარდება შვეიცარული სისტემით 9 ტურად.  

ყოველ პარტიაზე თითოეულ მონაწილეს მიეცემა 15 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან) 5 წამის დამატებით.

რეგისტრაცია და სატურნირო შესატანი:

მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა გადმოაგზავნონ: შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (თან ერთვის), დაბადების მოწმობის ასლი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ჩემპიონატის სატურნირო შესატანის გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი რეგიონული ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის (24 ლარი) გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი.  ნატა ალავიძე: -ელ-ფოსტა –   მობ:  558 11 86 83

აჭარის რეგიონის წარმომადგენლებისთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანის ანგარიშის ნომერია: ს. ს. ’’ საქართველოს ბანკი’’,    ანგარიშის № GE95BG0000000363099200

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2021 წლის 9 მარტი 18:00 სათი.

ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:  https://forms.gle/5iTFoXmcd6t7HRzr5

თითოეული მონაწილის სატურნირო შესატანია: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით). დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში სატურნირო შესატანია 40 ლარი (უნაღდო ანგარიშსწორებით).

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “თიბისი ბანკი”
საბანკო ანგარიში: GE45TB0313936080100006GEL     საბანკო კოდი (მფო) – TBCBGE 22

ტურნირების განრიგი:

ტ უ რ ი დ ღ ეს ა ა თ ი
ვებინარი და ტესტ ტურნირი11 მარტი9წლ-17:00 13 წლ-19:00
 გახსნა12 მარტი 15:30
   I ტური12 მარტი 16:00
   II ტური12 მარტი 17:00
  III ტური12 მარტი 18:00
  IV ტური13 მარტი 16:00
   V ტური13 მარტი 17:00
   VI ტური13 მარტი 18:00
  VII ტური14 მარტი 16:00
   VIII ტური14 მარტი 17:00
   IX ტური14 მარტი 18:00
შედეგების გამოქვეყნება15 მარტი18:00

გამარჯვებულები:

ტურნირებში I-III ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან ელექტრონული დიპლომებით.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 15 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება;

ჩემპიონატში დაიშვებიან მხოლოდ ის მოჭადრაკეები რომლებიც ტურნირის მსვლელობის დროს,  საკუთარი სახელი და გვარით სრულად ჩაერთვებიან ვიდეო ჯგუფში Zoom – ის მეშვეობით.მოჭადრაკეები Zoom -ში უნდა ჩაერთონ ტურის დაწყებამდე 30 წუთით ადრე და ტურის დასრულებამდე წყვეტის გარეშე უნდა ქონდეს ჩართული როგორც ვიდეო გამოსახულება, ასევე ხმოვანი სიგნალი. მოჭადრაკის Zoom – ის ვიდეო გამოსახულება მაქსიმალურად უნდა იყოს  მიახლოვებული ფოტოზე     აღნიშნულ გამოსახულებასთან, ანუ უნდა ჩანდეს მოჭადრაკე,კომპიუტერის მონიტორი, სათამაშო მაგიდა. მოჭადრაკე ვალდებულია ნებისმიერ დროს დააკმაყოფილოს მსაჯის მოთხოვნა და Zoom – ის   საშუალებით დაათვალიერებინოს სათამაშო სივრცე.

არცერთი ელექტრონული მოწყობილობის შეტანა არ შეიძლება სათამაშო სივრცეში გარდა მონაწილის კომპიუტერისა და Zoom -ში ჩასართავი მოწყობილობისა (კომპიუტერი ან ტელეფონი).

მოჭადრაკე მიიღებს დისკვალიფიკაციას თუ აღმოჩნდება, რომ მან ტურნირის მსვლელობის დროს ისარგებლა კომპიუტერული პროგრამის ან სხვა პირის დახმარებით.

მოჭადრაკეს ჩაეთვლება წაგება თუ აღმოჩნდება, რომ მის სათამაშო სივრცეში (ოთახში) იმყოფება სხვა პირი.

კომპიუტერი რომლითაც მოჭადრაკე თამაშობს: უნდა იყოს იყოს გამორთული ნებისმიერი აპლიკაცია (სკაიპი, მესენჯერი და სხვა), არ უნდა იყოს გახსნილი არცერთი პროგრამა ან რაიმე გვერდი გარდა Zoom – ის აპლიკაციისა და სათამაშო ონლაინ პლატფორმისა.

მოჭადრაკე თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარი ინტერნეტის უწყვეტობაზე. ინტერნეტის წყვეტის შემთხვევაში ის თამაშს გააგრძელებს ინტერნეტის აღდგენის დროს მის საათზე გამოსახული დროიდან.

განსაკუთრებულ შემთხვევაში, ინტერნეტის გლობალური პრობლემების გამო მთავარ მსაჯს აქვს უფლება გადადოს ერთი ან რამოდენიმე პარტია. ასევე აუცილებლობის შემთხვევაში, მთავარი მსაჯის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ტურის გადადება.

სათამაშო ონლაინ პლატფორმა:

ჩემპიონატი ჩატარდება ონლაინ პლატფორმაზე – www.tornelo.com

მონაწილეებისათვის ტექნიკური საკითხების გასაცნობად, 11 მარტს გაიმართება ვებინარი და ტესტ პარტიები:

9 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 17:00 საათზე
https://us02web.zoom.us/j/86303700184?pwd=Y3AxQ0YySDFOa24zdHdUS29qY2c5QT09

13 წლამდე ჭაბუკთა და გოგონებისათვის – 19:00 საათზე https://us02web.zoom.us/j/81041221536?pwd=dWxIY2cwRWdtYUJMeURlVndIVUdaZz09

ვებინარზე დასწრება სავალდებულოა მონაწილეებისათვის, ასევე სასურველია მათი მშობლებისა და მწვრთნელების დასწრება.

მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – ალექსანდრე არსენიძე